გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნებს იგებს, მაშინ რაღა ანერვიულებთ? გააუქმონ არჩევნების შემდეგ ეს კანონი. ესეიგი, აღიარებენ რომ მოგების იმედი არა აქვთ

12-04-2024

„კანონმა „გამჭვირვალობის შესახებ” გამჭვირვალე გახადა ოპოზიციის სრული რესურსი საარჩევნოდ, რაც მათ არ სურდათ - თუკი ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნებს იგებს, მაშინ რაღა ანერვიულებთ? გააუქმონ არჩევნების შემდეგ ეს კანონი - ესეიგი, აღიარებენ რომ მოგების იმედი არა აქვთ”, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, საპარლამენტო არაჩევნების გამართვამდე 5 თვით ადრე, საარჩევნოდ ოპოზიციის სრული რესურსი აშკარა გახდა. მისი შეფასებით, ოპოზიცია საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერით არ სარგებლობს.


„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” ოპოზიციას და მათ ლობისტებს უცხოეთიდან ერთი ამბავი აქვთ ატეხილი. რატომ შფოთავენ? დეკლარაცია მომავალი წლის იანვარში ივსება და მანამდე ხომ არჩევნებია? თუკი ოპოზიციას სჯერა, რომ არჩევნებს იგებენ, მაშინ რაღა ანერვიულებთ? გააუქმონ არჩევნების შემდეგ ეს კანონი. მითუმეტეს, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. ესეიგი, აღიარებენ რომ მოგების იმედი არა აქვთ.


რა თქმა უნდა, ასეა. კანონმა „გამჭვირვალობის შესახებ” გამჭვირვალე გახადა ოპოზიციის სრული რესურსი საარჩევნოდ, რაც მათ არ სურდათ. არაჩევნებამდე 5 თვით ადრე ამის გამოაშკარავება სასტიკი მარცხია მათთვის. არჩევნები რომ მოიგონ, რუსთაველზე ორასი ათასი კაცი მაინც უნდა გამოიყვანონ, რაც მათთვის შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია ხელისუფლებისთვის. ამიტომ კივიან ისინი და მათი უცხოელი ლობისტებიც განწირული ხმით“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930