გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: იაფფასიანმა ნაცსექტანტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც გერმანული მხარის მიერ იყო მიწვეული ბრიფინგის სათარგმნად, დაამახინჯა კანცლერ შოლცის კომენტარი

12-04-2024

ამ იაფფასიანმა ნაცსექტანტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც მეცნიერ-მკვლევარად პოზიციონირებს და გერმანული მხარის მიერ იყო მიწვეული ბრიფინგის სათარგმნად, დაამახინჯა კანცლერ შოლცის კომენტარი, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანდრონიკაშვილმა “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი "აგენტების” შესახებ კანონად მოიხსენია და ამით გააყალბა ოლაფ შოლცის კომენტარი. მისივე თქმით, თარჯიმანმა იგივე გაიმეორა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.


“ამ იაფფასიანმა ნაცსექტანტმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც მეცნიერ-მკვლევარად პოზიციონირებს და გერმანული მხარის მიერ იყო მიწვეული ბრიფინგის სათარგმნად, დაამახინჯა კანცლერ შოლცის კომენტარი. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი "აგენტების“ შესახებ კანონად ახსენა და იგივე გაიმეორა თავის Facebook-სივრცეში.


მის გვერდზე ვერ შევდივარ, რადგან წლების წინ დავბლოკე - ჩემს Facebook-ზე პარაზიტობდა ქუჩის უბირი აქტივისტის მსგავსად. რაც არ უნდა აკადემიური წოდებების მქონე იყოს პერსონაჟი და "ნაცობდეს", არაფრით განსხვავდება გაუნათლებელი, მჩხავანა აქტივისტებისგან. ხოლო მე რომ ვერ ვბულინგდები "ნაცფაროსნებისგან", მგონი, შეიგნეს ღალატის პარტიის ადეპტებმა” - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930