გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!

17-04-2024

ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. 
 
„ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მოქალაქე, თითოეული გულწრფელი მომიტინგე. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რადიკალებმა ამ შემთხვევაში ბევრად ნაკლები ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც ფრანკლინის კლუბში, ე.წ მომავლის აკადემიაში თუ სირცხვილიაში აკერმანის სახელმძღვანელოებით შეცდომაში შეყავთ და სახელმწიფოს უპირისპირებენ.
 
აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით - არსებითად, პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით ეს ადამიანები, კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისა და პროვოკაციებისთვის იყენებენ.
 
სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930