19-04-2024
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებამ კანონი არ მიიღოს.
ექსპერტის განცხადებით, არასამთავრობოებს უკან დასახევი არ აქვთ, რადგან უფულოდ რჩებიან, თუმცა, ხალხი სწორ დასკვნებს აკეთებს და მათ არაფერი გამოუვათ.
“ნამდვილად ასე იქნება, მათ უკან დასახევი არ აქვთ. წარმოიდგინეთ, უფულოდ რჩებიან, მერე როგორ იყიდიან მე-20 სახლს, 105 ფეხსაცმელს და ა.შ. რა, არ გვაძლევენ იმის საშუალებას ასე ვიფიქროთ? გაიხსენეთ გვარამია-სააკაშვილის ჩანაწერი ან სააკაშვილ- მომღერალი გოგონასი, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს” - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.