გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბა ჯულაყიძე: ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაც მოძრაობის“ აქტივისტებმა ირაკლი კობახიძის ლექციაზე - ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა

20-04-2024

ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება, - ამის შესახებ სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, სტუდენტებმა, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს, ღირსეული პასუხი გასცეს და ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვინაიდან, ახალგაზრდებს ვეღარ მოატყუებენ.


„ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება. ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა. რის ფასად უღირთ ასეთი პროვოკაციების მოწყობა არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ. ჩემს თანატოლებს ვერ მოატყუებენ. ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!” - წერს საბა ჯულაყიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31