გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება

21-04-2024

თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საუბრისას.


მისი თქმით, მეორე მოსმენა გულისხმობს ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება და როდესაც ამბობ, რომ ეს [კანონი] რუსულია, შეადარებ რუსულს, ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი. ქართული კანონი.


„ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ, მეორე მოსმენა, რომელიც უკვე გულისხმობს არა ზოგად საუბარს არამედ ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თქვეს, რომ საერთოდ არ გავეკარებით არცერთ მუხლს და არცერთ განხილვასო, იმიტომ, რომ აქ უკვე გამოჩნდება, რომ როდესაც კითხულობ კონკრეტულად მუხლს, იქ ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება და როდესაც ამბობ რომ ეს რუსულია და შეადარებ ან რუსულს, ან ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ქართული კანონი, ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი. გამომდინარე აქედან, თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? ამიტომ, კატეგორიულად არ უნდათ ამ განხილვებში მონაწილეობის მიღება“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930