21-04-2024
„სურთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და როგორც წესი, პირველ რიგში გამოჰყავთ ვითომ „ენჯეოები“ და სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა გული არ უთმენთ და მალე თავად გამოჩნდებიან ხოლმე,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქციების შეწყვეტის საშუალებას უცხოელი პატრონები არ აძლევენ, მათი წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებებით კი ცეცხლზე ნავთს ასხამენ.
„ოპოზიცია ცდილობს ერთსა და იმავე წყალში ჩვიდმეტჯერ შევიდეს და ვერ ხვდებიან, რომ შანსი არ აქვთ. სურთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და როგორც წესი, პირველ რიგში გამოჰყავთ ვითომ „ენჯეოები“ და სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა გული არ უთმენთ და მალე თავად გამოჩნდებიან ხოლმე.
ორი დღის წინ თქვეს, რომ აქციებს წყვეტდნენ და არ ექნებოდა აქციებს პერმანენტული ხასიათი, მაგრამ ეს არ აწყობდათ მათ უცხოელ პატრონებს. ამიტომ როგორც კი ოპოზიციამ თქვა, რომ დროებით იშლებოდნენ, მაშინვე გამოჩნდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი მეთიუ მილერი, საფრანგეთის ელჩი, ნატოს წარმომადგენლობასაც გააკეთებინეს განცხადება და ცეცხლზე ნავთი დაასხეს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.