გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2024 წლის პირველ კვარტალში მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

22-04-2024

საქართველოში იანვარი-მარტის პერიოდში, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ზრდა ფიქსირდება. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 14,907 საერთაშორისო ვიზიტი შედგა,  რაც +27.9%-ით აჭარბებს 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს, მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით (+21.6%).


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით +33.5%-ით, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +29.1%-ით. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ქუვეითიდან,  2019 წელთან შედარებით +66.3%-ით, 2023 წლის მონაცემებთან შედარებით კი +23.8%-ით.


საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930