გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: არ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც კრიმინალებს უხსნიან გზას - ადეიშვილი ევროპის მოედანზე დასეირნობდა, გვარამიამ კი ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა

23-04-2024

„რა თქმა უნდა, მხოლოდ ევროპული ღირებულებებია ჩემთვის მიმზიდველი, მაგრამ არა ასეთი - მიბრძანოს, რომ ცალ ფეხზე დავდგე და ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტი სადმე იჯარით გავცე, ან ვინმეს მივანდო, თუნდაც ის მეგობარი იყოს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ, ევროპელი დიპლომატების კრიტიკის საპასუხოდ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მისი შეფასებით კრიმინალები არიან, ევროკავშირის მხარდაჭერა აქვთ.


„საზოგადოებას სჭირდება სიფრთხილე, გონიერება და არა მხოლოდ ის, რომ „ევროპამ დაგვიკვეთა“. მესმის, მეც ევროპა მინდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ევროპული ღირებულებებია ჩემთვის მიმზიდველი, მაგრამ არა ასეთი - მიბრძანოს, რომ ცალ ფეხზე დავდგე და ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტი სადმე იჯარით გავცე, ან ვინმეს მივანდო, თუნდაც ის მეგობარი იყოს.


აქამდე ვერც კი წარმომედგინა, ვინმეს ეთქვა, რომ თურმე გამჭვირვალობა ევროპაში შესვლის წინაღობაა, მით უმეტეს, როდესაც ევროკავშირში კრიმინალებს უხსნიან გზას - თქვენ ნახეთ ადეიშვილი, რომელიც ევროპის მოედანზე დასეირნობდა, დღეს კი ბრიფინგზე გვარამია ვნახეთ. როდესაც ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს კითხვას დაუსვა, რა არის სახიფათო ქართულ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, ევროპარლამენტარმა პასუხი გვარამიას დააბარა და მან გასცა პასუხი. აქ ორი მომენტია: კრიმინალური ხელისუფლების მხარდაჭერის მაღალ ტრიბუნაზე წარმოჩენა და უცოდინარობა, რომ ევროპარლამენტარს [კანონპროექტი] არ ჰქონდა წაკითხული და პასუხის გაცემის უნარიც ვერ გამოამჟღავნა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930