25-04-2024
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრემიერმა საზოგადოებას ისევ შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგანან საქართველო და პროგრესული სამყაროს დანარჩენი ქვეყნები.
ანალიტიკოსის განცხადებით, ფსევდოლიბერალიზმმა და მახინჯმა დოგმებმა წალეკა არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში, თუმცა, საქართველოსთან ერთად, დესტრუქციულ იდეოლოგიას წარმატებით გაუმკლავდებიან ისინი, ვინც სუვერენიტეტს, რწმენასა და ღირებულებებს იცავენ.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე საზოგადოებას კვლავ შეახსენა, თუ რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და პროგრესული სამყაროს სხვა ქვეყნები. ფსევდოლიბერალობამ და მახინჯმა დოგმებმა წალეკეს არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ, გლობალისტურ იდეოლოგიას, ასევე წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებსა და ტრადიციებს“, - წერს გია აბაშიძე.