გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსული პრესა: ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ლონდონის სასამართლოში გამოიძახონ

28-09-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო დროს მომხდარი და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები.


იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაში ყურადღება გამახვილებულია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომლის ინიციატორები არიან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი (ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ მათი შვილების მკვლელობის საქმის არაობიექტური გამოძიების გამო).


„პარლამენტის წინ შექმნილი ატმოსფერო, როგორც ჩანს, განმუხტვისაგან შორს არის. გაგანია ტურისტულ სეზონში საქართველოს ხელისუფლება მაინცდამაინც სასიამოვნო სახით არ მოჩანს. დამკვირვებელთა აზრით, მთავრობამ რაღაც უნდა იღონოს, მაგრამ რა - ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. მათი ყოველი მოქმედება ისეთია, რომ მათივე მდგომარეობას აუარესებს, ხაზს უსვამენ საკუთარ სისუსტეს.


ხელისუფლების ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მთავრობას სხვა მიმართულებიდანაც ურტყამენ: საქმე ეხება ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალს: „იბერიას“ თამბაქოს კომპანია „ომეგა“ აფინანსებს, „ომეგას“ კი ხელისუფლება საბიუჯეტო ვალს ედავება. მისი ანგარიშები დაყადაღებულია, რამაც „იბერიის“ მუშაობაზეც უარყოფითად იმოქმედა. „ომეგა“ სარჩელს ლონდონის საერთაშორისო სასამართლოსათვის ამზადებს, რადგან, კომპანიის იურისტთა განცხადებით, „სამართლის მიღწევა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია“. სარჩელში კი „ერთ-ერთ მოპასუხედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს“, - ნათქვამია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930