გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება - ეროვნული გამბედაობით, რწმენის, ფასეულობებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებით ახალ გეოპოლიტიკაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება

29-04-2024

„ახალ რეალობაში ტრანსფორმირდება ევროპული პოლიტიკა, ჩვენ კი ოპოზიცია და მათი ლობისტები წარსულში ჩარჩენას გვთავაზობენ. გარდა ამისა, გლობალურ პოლიტიკაში შემოვიდნენ ახალი მსხვილი მოთამაშეები და საქართველო პროგრესისთვის ამას ითვალისწინებს. ძველ სტრატეგიულ პარტნიორებს ეს არ სურთ და მაქსიმალურად ცდილობენ, არ დაკარგონ საქართველოს მართვის სადავეები, მაგრამ ქართველი ხალხი სხვა არჩევანს აკეთებს“, - ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ რეალობას „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.


როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ქართველი ხალხი ერთიანია დედა ეკლესიასთან ერთად და შეძლებს არსებული გამოწვევების გადალახვას და იმ ძალების დამარცხებას, რომელთაც საქართველოს სრული დამორჩილება სურთ.


„საქართველო მიყვება მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებს და იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც ახალმა რეალობამ მოიტანა. დღევანდელი პროცესების გამოყენება მავანთ საქართველოს სრული დამორჩილებისთვის სურდათ. მოხდა პირიქით - ქვეყნის ხელისუფლებამ გონივრულად გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება და საქართველოს ახალი ფანჯარა გაუხსნა სრული სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.


ახალ რეალობაში ტრანსფორმირდება ევროპული პოლიტიკა, ჩვენ კი ოპოზიცია და მათი ლობისტები წარსულში ჩარჩენას გვთავაზობენ. გარდა ამისა, გლობალურ პოლიტიკაში შემოვიდნენ ახალი მსხვილი მოთამაშეები და საქართველო პროგრესისთვის ამას ითვალისწინებს. ძველ სტრატეგიულ პარტნიორებს ეს არ სურთ და მაქსიმალურად ცდილობენ, არ დაკარგონ საქართველოს მართვის სადავეები, მაგრამ ქართველი ხალხი სხვა არჩევანს აკეთებს.


დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება - ეროვნული გამბედაობით, რწმენის, ფასეულობების და სუვერენიტეტის შენარჩუნებით, ახალ გეოპოლიტიკაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ეს არის გარდამტეხი პერიოდი, რომელსაც უნდა გავუძლოთ, რათა საქართველო გავიყვანოთ იმ გზაზე, სადაც გარანტირებული იქნება ქვეყნის ერთიანობა, სუვერენიტეტი და ეკონომიკური სიძლიერე. ჩვენ ამას შევძლებთ! ქართველი ხალხი, როგორც ყოველთვის, ერთიანია დედა ეკლესიასთან ერთად და შეუძლებელია ამ ძალას წინ ვინმე დაუდგეს. საქართველოს აღმავლობის ეპოქა იწყება და ეს გარდაუვალია!”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930