30-04-2024
საქართველოში, 2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $807.7 მილიონი შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს კი +1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით).
მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.