გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში იქნება შესაძლებელი

29-09-2018

ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.


მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან:


• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი - შარტავას ქუჩა N7• ვაკის სერვის ცენტრი -  თამარაშვილის ქუჩა N10ა• გლდანის სერვის ცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ• ისნის სერვის ცენტრი - ნავთლუღის ქუჩა N8/1• დიდუბის სერვის ცენტრი - რობაქიძის გამზირი N2• სამგორის სერვის ცენტრი - მოსკოვის გამზირი N14• კრწანისის სერვის ცენტრი - ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა• მთაწმინდის სერვის ცენტრი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48• ჩუღურეთის სერვის ცენტრი - ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)• საბურთალოს სერვის ცენტრი - ა. მიცკევიჩის ქუჩა N29• ნაძალადევის სერვის ცენტრი - გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ
ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც.
ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031