გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი იტალიის ვიცე-პრემიერს: იტალიაში რომ ვხედავ ძალის გამოყენებას, ცუდად ვხდები! იმედი მაქვს, იტალიის ხელისუფლება პოლიციელებს ძალის გამოყენების ნებართვას არასდროს მისცემს, თუნდაც დემონსტრანტებმა მთელი იტალია გადაწვან

2-05-2024

„იტალიის ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანმა ცოტა გამაკვირვა თავისი განცხადებით: ძალიან კარგია, რომ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ე.ი. ჩვენზე ღელავს, განიცდის, დასაფასებელია, მადლობა, ყოჩაღ! იქვე ამბობს, რომ გმობს დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას, მეც ვგმობ ბატონო ანტონიო, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ვგმობ“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მან გამოთქვა იმედი, რომ იტალიის ხელისუფლება არასდროს მისცემს სამართალდამცავებს მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის საშუალებას, „თუნდაც მათ სულ დაანგრიონ და გადაწვან იტალია“.


„იტალიის ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანმა ცოტა გამაკვირვა თავისი განცხადებით: ძალიან კარგია, რომ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ე.ი. ჩვენზე ღელავს, განიცდის, დასაფასებელია, მადლობა, ყოჩაღ! იქვე ამბობს, რომ გმობს დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას, მეც ვგმობ ბატონო ანტონიო, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ვგმობ, იტალიაში რომ ვხედავ ძალის გამოყენებას, ხომ საერთოდ ცუდად ვხდები! ისე იმედი მაქვს, რომ ამიერიდან არასოდეს არ მოხდება იტალიის ხელისუფლების მიერ იმ ბრძანების გაცემა რაც პოლიციელებს ან კარაბინერებს ძალის გამოყენების ნებართვას მისცემს, თუნდაც დემონსტრანტებმა სულ დაანგრიონ და გადაწვან მთელი იტალია!


ჩემი დაბნევა კი იმან გამოიწვია, რომ ბატონი ანტონიო ბოლოს აცხადებს, რომ იტალიის ხელისუფლება თურმე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა! აქ მართლა დავიბენი, მაინც მომხრეა თუ ქართველი პოლიციელები არეულობის დროს მართლწესრიგის დამყარებას გააგრძელებენ თუ მაშინ უფრო გააგრძელებს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას, როდესაც გააფთრებულ მომიტინგეები სახელმწიფო შენობების შენობების შტურმს და მტვრევა-ნგრევას გააგრძელებენ, ხოლო ჩვენი პოლიცია, არათუ რამეს მოიმოქმედებს, არამედ რომელიმე პოპულარული იტალიური სიმღერით გაამხნევებს მათ ?! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ასეთი წინადადებაც მაქვს, თუკი რომელიმე ქვეყანაში დემონსტრანტები, მომიტინგეები გადავლენ კანონის ზღვარს, დაიწყებენ მტვრევა-ნგრევას და პოლიცია გაბედავს და მათ დასაშოშმინებლად გამოიყენებს ძალას, ის ქვეყანა სასწრაფოდ უნდა გაირიცხოს ევროკავშირიდან, ხოლო მის მაგივრად მიღებული იქნას სხვა ქვეყანა, მაგალითად რომელიმე კორუმპირებული ყოფილი საბჭოთა ქვეყანა...”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930