3-05-2024
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების დარბევის ამსახველ ვიდეოს. მისი თქმით, ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი „უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური.
„გუშინ დავდე ავთენტური კადრები, როგორ უსწორდება ხელკეტებით ოთხი ფრანგი პოლიციელი ერთ მჯდომარე სათვალებიან გოგონას პარიზში - მომენტალურად დამიბლოკეს ის ვიდეო. დღეს გამოვაქვეყნებ, რას ნიშნავს დარბევა და როგორ არბევენ ახალგაზრდებს ამერიკაში. ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი „უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური“, - წერს დავით ქართველიშვილი.