4-05-2024
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა The American Conservative-ის სტატიას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია და კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული.
ანალიტიკოსის თქმით, ფსევდოლიბერალური საგარეო აქტორების გზავნილები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ასახავენ მათი საზოგადოების უმრავლესობის აზრს ისევე, როგორც ჰოლივუდი არ წარმოადგენს ამერიკული ოჯახების და რაც მთავარია, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სულისკვეთებას.
„საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაბატონების მოსურნეები ვერ ითვალისწინებენ იმასაც, რომ მსოფლიოში უხვად არიან მემარჯვენე-კონსერვატორები, რომლებიც იცავენ მათი ქვეყნების სუვერენიტეტს, მოითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, აზრთა სხვადასხვაობის პატივისცემას და სოლიდარულნი არიან ამის დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოებისადმი. რასაკვირველია, ინტერნეტიზაციისას, აქტუალური გლობალური ტენდენციები არავის გამოეპარება ჩვენს ქვეყანაში.
ფსევდოლიბერალური საგარეო აქტორების გზავნილები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ასახავენ მათი საზოგადოების უმრავლესობის აზრს ისევე, როგორც ჰოლივუდი არ წარმოადგენს ამერიკული ოჯახების და რაც მთავარია, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სულისკვეთებას.
ამერიკელ კონსერვატორთა ერთ-ერთი წამყვანი მედიაპლატფორმა The American Conservative წერს, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია.
სტატიის ავტორი, უფროსი რედაქტორი, მკვლევარი ჰელენ ენდრიუსი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კანონი დაგმო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნების უზრუნველყოფა გონივრული სიფრთხილეა.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“, - წერს ავტორი და დასძენს:
„რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტს? კანონპროექტის ოპონენტები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შიდა პოლიტიკაში საგარეო ჩარევის აღკვეთის ხელის შეშლით ერთიანდება პუტინთან.
ეს შეურაცხყოფა უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებიკენ და უარს რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატისტები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებთ თავიანთი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება.
მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებისთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა... ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ბევრი მათგანი თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას"...
The American Conservative -ის უფროს რედაქტორს მიაჩნია, რომ ქართული კანონპროექტი "ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული. საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც. რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.