8-05-2024
“ძაღლის კუდი შეიძლება უფრო გასწორდეს, ვიდრე რადიკალებმა ზნე იცვალონ. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - როგორმე ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და კვლავ გააჩუმონ, ჩაახშონ თავისუფალი მედია და სამივე პარტიული ტელევიზია ბინძურ პროპაგანდისტულ მანქანად აქციონ”, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი იმ თავისუფლებას არ დათმობს, რომელიც 2012 წელს ადამიანების სიცოცხლის ფასად მოიპოვა.
როგორც კოჭლოშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი აუცილებლად იქნება მიღებული.
“საქართველოში თქვენ ვერ აურევთ! დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ახალი არაფერი მოგვისმენია. სისხლიანი რეჟიმის ხელწერა უცვლელია - დესტრუქცია, არეულობა, ქვეყნის მტრობა.
ძაღლის კუდი შეიძლება უფრო გასწორდეს, ვიდრე რადიკალებმა ზნე იცვალონ. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - როგორმე ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და კვლავ გააჩუმონ, ჩაახშონ თავისუფალი მედია და სამივე პარტიული ტელევიზია ბინძურ, პროპაგანდისტულ მანქანად აქციონ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები აწამონ, ღირსება ახადონ, ბიზნესი დაატერორონ, უამრავ დედას კვლავ შავი ჩააცვან. ამ უსამშობლო რევანშისტებს სხვა მიზანი არ აქვთ.
2012 წლის ადამიანების სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას, ქართველი ხალხი არ დათმობს - ეს შესანიშნავად იციან. არჩევნებში ხომ მათი წარმატება გამორიცხულია.
გამჭვირვალობის ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ, ქვეყანასაც წავიყვანთ ღირსეული მომავლისკენ”, - წერს ლევან კოჭლოშვილი.