გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე შსს-ს განცხადებაზე: ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება, კანონი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონობს

9-05-2024

ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირის დაკავების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.


როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ინსინუაციები დაკავებული ეჭვმიტანილების ე.წ. პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით მიუღებელია.


„ძალადობრივი ექსტრემიზმი და სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა არცერთ კრიმინალს შერჩება. კანონი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონობს. სამარცხვინო ინსინუაციები დაკავებულ ეჭვმიტანილთა ე.წ. "პოლიტიკურ დევნაზე" არის და იქნება სამარცხვინო და კატეგორიულად მიუღებელი!


რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა” - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031