30-09-2018
უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ხვალისთვის სკანდალური მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს.
„მივმართავ ქართულ მედიას და მთელ საზოგადოებას!
1-ელ ოქტომბერს ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს, სადაც წარმოგიდგენთ უმაღლესი სანდოობის მტკიცებულებას, რომელიც წერტილს დაუსვამს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერებით წარმოებულ ბინძურ კამპანიას.
ზაზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება“-აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.