22-05-2024
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ჟურნალისტებთან საუბრისას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი შინაარსი შორსაა კომიციის კომპეტენციისაგან.
გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ არაარგუმენტირებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ შენიშვნებს ქართული საზოგადოება არ მიიღებს, ვინაიდან ამ საზოგადოების პრიორიტეტი სუვერენიტეტი და გამჭვირვალობაა.
„ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ბოლოში უნდა მიეწერა კომისიას „არა რუსულ კანონს“ - ეს იყო ამ რეკომენდაციის შინაარსი. სამართლებრივი შენიშვნების გარდა, მასში მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ამას, რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოება არ მიიღებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი, გამჭვირვალობა, რაც არის ევროპული ღირებულება“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.