31-05-2024
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსის თქმით, გონივრული პოლიტიკით, საქართველო აუცილებლად გადალახავს იმ წინაღობებს, რასაც გარედან ინსპირირებული უსამშობლოები ჩვენს ქვეყანაში სჩადიან და ეკონომიკის სტაბილურად აღმავალი დინამიკა მერე ნახეთ.
მისივე თქმით, მთავარია სუვერენიტეტის, თავისუფლების, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება.
„გონივრული პოლიტიკით, საქართველო აუცილებლად გადალახავს იმ წინაღობებს, რასაც გარედან ინსპირირებული უსამშობლოები ჩვენს ქვეყანაში სჩადიან და ეკონომიკის სტაბილურად აღმავალი დინამიკა მერე ნახეთ. მშპ-ს ზრდის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სხვა კუთხით, წინ გასაოცარი პერსპექტივებია. სუვერენიტეტი, თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ჩვენგანის, მათ შორის კონსტრუქციული ოპონენტების მომავლისთვის. დესტრუქციულებს კი, საყოველთაო გამოაშკარავება და კანონმდებლობა უპასუხებს,“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.