გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სპორტი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ახალგაზრდობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე

3-06-2024

სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება.


„დღეს იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად. ის არის აშენებული, როგორც უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობა ადგილზეა, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და რაც მთავარია, თვალს უხარია ასეთი ლამაზი სტადიონი. სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება, რადგან ყველას მოგეხსენებათ, სპორტი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ საზოგადოებას, უფრო ჯანმრთელ ახალგაზრდობას, სწორ გზაზე მდგომ ახალგაზრდობას და ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. ასეთი ობიექტების გახსნაზე აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს, პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს სპორტის განვითარებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.


„მადლობა ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ვიზრუნოთ სპორტზე, კონკრეტულად ფეხბურთზე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყო სპორტის სახეობაა. მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მოგილოცოთ ბავშვებს, ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. წარმატებებს გისურვებთ ყველას",

- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაასრულა. პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა. ახალი საფეხბურთო სტადიონი უმასპინძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურნირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930