გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი", როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი, "დაუდზინებელი აქტი", ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა

6-06-2024

ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილს ეხებოდა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი", როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი ამ აქტში. 


„მე ამ კანონს ვუწოდებდი - „დაუდზინებელი აქტი", ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა ამ კანონს. ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021, შემდეგ 2022 წელი წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა და ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო მეტად გაფუჭებაზე, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ,  იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30