გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძე: პარლამენტის წევრს, რომლის უფლება - მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის ცირკია, მეტი არაფერი

7-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე აშშ-ს სანქციებს პასუხობს.


დეპუტატის თქმით, პარლამენტარებს, რომელთა მოვალეობაც კანონის მიღებაა, „გამჭვირვალობის კანონის“ გამო ასანქცირებენ.


ვიქტორ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არ ცირკზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე საზოგადოება ამას აუცილებლად უპასუხებს.

„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება - მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის. ცირკია, მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის წევრმა ხმა მისცა გამჭვირვალობის კანონს და ამისთვის ასანქცირებენ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930