7-06-2024
„ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა. საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა, საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული“, - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
იგი ხაზს უსვამს, რომ ანგარიში დაფუძნებულია ფაქტებზე და არა აღქმებზე, როგორც ეს კონგრესის შემთხვევაში იყო.
ჩიხელიძის თქმით, ამ ფონზე ნათლად ჩანს, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესება პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება.
„ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშმა საქართველოს პროგრესი და დემოკრატიის წინსვლა დაადასტურა. საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა, საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. ანგარიში ფაქტებს ეფუძნება და არა აღქმებს, როგორც ეს კონგრესის შემთხვევაში ხდება. ანგარიშში განსაკუთრებით საყურადღებო რამდენი კრიტერიუმია, მათ შორის: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ საქართველო უსწრებს, როგორც ნატოს ასევე ევროკავშირის მრავალ ქვეყანას და რა თქმა უნდა ყველა კანდიდატ ქვეყანას. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის ფონზე ნათლად ჩანს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული სანქციების პოლიტიკა წმინდა პოლიტიკური აქტია, რომელიც რეალობის დამახინჯებას ემსახურება“, - წერს დავით ჩიხელიძე.