გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: ამერიკიდან გადმორიცხული ფული არ არის იმისთვის გამოყენებული, რასაც ამადლიან ქართველ ხალხს, ვინმე ლომჯარიას ფული გადაუხადო და მთელ ქვეყანას ეს დაამადლო, ბოდიში, მაგრამ ასე არ გამოვა

9-06-2024

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი გაწეული 6 მილიარდის ოდენობის დახმარებაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე.


როგორც მან აღნიშნა, აღრიცხული თანხების მოცულობა დეკლარირებული 6 მილიარდისგან საკმაოდ განსხვავდება.

მისივე თქმით, არც ისაა განსაზღვრული მკაფიოდ, თუ ზუსტად რაში იქნა გამოყენებული დახმარება. ზაალ მიქელაძე ირწმუნება, რომ თანხების დიდი ნაწილი, დაახლოებით 2 მილიარდი, რამდენიმე არასამთავრობოზე გადანაწილდა, რათა დონორს დანარჩენი 4 მილიარდის გაკონტროლების შესაძლებლობა ჰქონოდა -„ ეს კი, არ არის რეალურად ქართველი ხალხის დახმარება და მისი დამადლება ქვეყნისათვის, არ შეიძლება“.


„წინა ელჩის მიერ დაწყებული საუბარი 6 მილიარდის დახმარებაზე დეტალებში გავიარეთ - ამოვიღეთ ანგარიშები, იმ პერიოდის ყველა ჩანაწერი და სადღაც 4 მილიარდამდე აღმოვაჩინეთ. 2 მილიარდი დაიტოვეს ამ ოთხი მილიარდის საკონტროლებლად და ისიც ჩვენ მოგვაწერეს. ამ ოთხი მილიარდიდან რეალურად სოციალური დახმარების, სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის დაცვის თუ სხვა დახმარების პროგრამები, მილიარდამდეც კი ვერ ავიდა. დანარჩენი ვის ჩაურიცხეს - სწორედ არასამთავრობოებს. ნეტა ყველასთვის ჩაერიცხათ და გაენაწილებინათ, არც მაშინ იქნებოდა პრობლემა. აღმოვაჩინეთ სულ რამდენიმე არასამთავრობო, მათგან ხელდასხმული, თორემ რეალურად 25 ათასამდე არასამთავრობოა (35 ათასი რეგისტრირებულიდან) მოქმედი და იმათგან სულ რამდენიმე ათეული, ვინც ამ ფულებს იღებს. ეს ის ხალხია, რომლებმაც სწორედ გასულ წელს ერთ-ერთ აქციაზე სცენა მოაწყვეს და ტექნიკური მთავრობის შექმნა მოინდომეს. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის დანიშნულება? მესმის მეც და თქვენც იცით, რომ ეს ასე არ არის. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე დიპლომატის აქ ჩამოსვლამ და ტრიბუნიდან მათ მიმართ გამოხატულმა მხარდაჭერამ, რასაც ჩვენ ვამბობდით რეალურად - ამერიკიდან გაწეული დახმარების ფული არ არის იმისთვის გამოყენებული, რასაც ამადლიან ქართველ ხალხს. ვიღაცა ლომჯარიას ფული გადაუხადეს და მთელ ქვეყანას ეს დაამადლო, ბოდიში, ასე არ გამოვა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930