10-06-2024
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ „მწვანეების“ მარცხს იგი აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებს აბრალებს.
აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ფონ კრამონი არ აცნობიერებს, რომ მის პარტიას, გერმანელმა ამომრჩეველმა ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, სასტიკი განაჩენი გამოუტანა.
„ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია - ევროპარლამენტის მიღმა აღმოჩენილი გერმანელი „მწვანეების“ წარმომადგენელი ახლა მისი ქვეყნისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს აბრალებს „მწვანეების“ ფიასკოს. თუმცა, არ აცნობიერებს, რომ „მწვანეების“ ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, გერმანელმა ამომრჩევლებმა მას სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. საინტერესოა, „ნაცების“ კმაყოფაზე კვლავ გააგრძელებს ყოფნას თუ მისი პოლიტიკური წონადობა უკვე უმნიშვნელოა?“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მან ბევრისგან გაიგო, რომ „პრობლემა არა პუტინში, არამედ აშშ-ში, გერმანიის დაზვერვასა და CIA-შია“.