გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ვიოლა ფონ კრამონზე: ქალბატონი ვიოლას მარცხი, სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის, აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში

10-06-2024

„ქალბატონი ვიოლას მარცხი, სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის, აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, დაბრძანდება უცხო ქვეყნის ანტისამთავრობო მიტინგებზე, პატივს არ სცემს მართლმსაჯულების სისტემას, არ ეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხარს უჭერს კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას, ფაქტობრივად გაწევრიანებული სხვა ქვეყნის რადიკალურ დაჯგუფებებში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომლის თქმითაც, „საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია, რაღაც ძალიან არასწორად წარიმართა“.


ნიკოლეიშვილის თქმით, ვიოლა ფონ კრამონს ამომრჩეველმა უთხრა არა, იმის გამო, რომ იგი არ იყო დაკავებული თავისი საქმით.


მანვე აღნიშნა, რომ საქმე, რომელსაც იგი ძალიან დიდ დროს უთმობდა, შესაძლოა მომავალში ევროპული საგამოძიებო ინსტიტუტების ინტერესის სფეროც აღმოჩნდეს.


„წუხს ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი, „რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა, საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია“.


ქალბატონი ვიოლას მარცხი, სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის, აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, დაბრძანდება უცხო ქვეყნის ანტისამთავრობო მიტინგებზე, პატივს არ სცემს მართლმსაჯულების სისტემას, არ ეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხარს უჭერს კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას, ფაქტობრივად

გაწევრიანებული სხვა ქვეყნის რადიკალურ დაჯგუფებებში.


ამიტომაც ამომრჩეველმა მას უთხრა არა, იმის გამო, რომ იგი არ იყო დაკავებული თავისი საქმით, ხოლო ის სხვა საქმე, რომელსაც ძალიან დიდ დროს უთმობდა ქალბატონი, შესაძლოა მომავალში ევროპული საგამოძიებო ინსტიტუტების ინტერესის სფეროც აღმოჩნდეს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930