გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, საქართველო არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ

11-06-2024

უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. 


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში. 


„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო შექმნილი ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყანა არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031