გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ე.წ. ბულინგის კამპანიაზე: ამ კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია

11-06-2024

არა მხოლოდ გრძელდება ეს ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ ამ კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 


მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქვეყანაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისგან. 


„სამწუხაროდ, კონკრეტულ ძალებს არ უნდათ სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამშვიდდეს ვითარება, ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში. ამისთვის გავაკეთებთ მაქსიმუმს. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავადაც ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან, ხელოვნურად პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღრმავებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობაც,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031