12-06-2024
გამოცემის ჟურნალისტმა ვერნერ ზიფერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატიაში აღწერილი საოჯახო მარნები, ღვინის მომზადების წესები და გერმანული დასახლებები საქართველოში.
„ ღვინის წარმოება საქართველოში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, ქართველებისთვის ყურძნის წვენის დამუშავება წმინდა საქმეა. ქვემო ქართლში აღმოაჩენთ შვავების ძველ დასახლებას, აქ ქუჩებში გერმანულ აბრებსაც შეხვდებით. შვავები საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, დაიწყეს მიწის დამუშავება და მევენახეობა. ღვინის მუზეუმში სურათებს აღმოაჩენთ, სადაც გერმანელთა სახლები და სახელებია. ინდუსტრიულმა შვავებმა საქართველოში გერმანელთა დასახლების შესახებ გაზეთიც გამოუშვეს. 1932 წლამდე, სანამ სტალინი რეპრესიებს ჩაატარებდა საქართველოს გერმანული დასახლება აყვავებული იყო“,-წერს ვერნერ ზიფერი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ღვინის შესწავლას, რომელიც კავკასიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქართველებისთვის ღვინო ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია, ღვინო დაკავშირებულია სტუმარმასპინძლობასთან, ცერემონიებთან, ტრადიციებთან და ქართულ სულთან“,-წერს National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი.
სტატიაში ღვინოსთან ერთად აღწერილი ქართული კერძები და კვების ობიექტები.