13-06-2024
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ“, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ზურაბიშვილის ეს საქციელი არის მმართველ გუნდზე შურისძიება, ვინაიდან პრეზიდენტი ცდილობს, დომინანტობა დაამტკიცოს, თუმცა, ავიწყდება, რომ ხალხმა ის სწორედ "ქართული ოცნების" ხათრით აირჩია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, ის ამ თემაზე უმოქმედო დუმილს ინარჩუნებს.
მისი ეს საქციელი არის ღია შურისძიება მმართველ გუნდზე, ის მათ ამით საკუთარ დომინანტობას უმტკიცებს, მაგრამ ავიწყდება, რომ ამ გუნდის უკან ქართველი ხალხი დგას რომლებმაც ის სწორედ მმართველი ძალის პოლიტიკური ხათრით აირჩიეს და ის პასუხისმგებელი ხალხის წინაშე საკუთარი ქმედებების მართებულობითაა. მინაწერი: წარმატებები საქართველოს ნაკრებს, ვეტოობანას თამაშით დაღლილი პრეზიდენტი ვნახოთ უმოქმედო დუმილს რამდენი ხანი შეინარჩუნებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.