გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოში არიან პოლიტიკოსად წოდებული სუბიექტები, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, რა სტრუქტურებზე და ადამიანებზე დგას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა- ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე

13-06-2024

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსად წოდებული სუბიექტები, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ თუ რა სახის სტრუქტურებზე და ადამიანებზე დგას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა, მის უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება თითქმის ყველა პარტიაში ნამყოფი და გამოქცეული, ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე,“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადების საპასუხოდ, რომელიც პოლიციელებს სამსახურიდან გაშვებით და დასჯით დაემუქრა.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გასაგებია, რომ გუბაზ სანიკიძე ვერცერთ შემდგომ ხელისუფლებაში ვერ იქნება, თუმცა ასეთი მუქარის გამო, მასზე კანონით უნდა განხორციელდეს შესაბამის პასუხისმგებლობა.


ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი ნაბიჯი საჭიროა, რათა სანიკიძის მსგავსმა ხელმოცარულმა პოლიტიკოსებმა ვეღარ გაბედონ ასეთი განცხადებების გაკეთება.


„თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ მუქარა და მუქარის შემცველი ქმედებები აუცილებლად დასჯადი უნდა იყოს! თუ არსებული კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს, მაშინ ამ კანონს აღსრულება ესაჭიროება, ხოლო თუ არ ითვალისწინებს მაშინ სასწრაფოდაა მისაღები შესაბამისი სამართლებრივი ნორმა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსად წოდებული სუბიექტები, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ თუ რა სახის სტრუქტურებზე და ადამიანებზე დგას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა, მისი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება თითქმის ყველა პარტიაში ნამყოფი და გამოქცეული, ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე, რომელიც კადრულობს და შემდეგნაირად იმუქრება: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება.“ სრულიად გასაგებია, რომ გუბაზ სანიკიძე ვერცერთ შემდგომ ხელისუფლებაში ვერ იქნება, თუმცა ასეთი შეურაცხმყოფელი მუქარის გამო მასზე კანონით უნდა განხორციელდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა, ვერც მან და ვერც მასზე უარესმა ხელმოცარულმა, მხდალმა და ზნედაცემულმა ვერასოდეს ვერ გაბედოს მსგავსი როყიო განცხადებების გაკეთება,“ - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930