გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
reuters: ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს მიგრანტების პოლიტიკის გამო 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახადა დააკისრა

14-06-2024

ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიზეზი მისი უარია, განახორციელოს ცვლილებები მიგრანტებისა და თავშესაფრების მაძიებლების მიმართ.


„ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი და მიუღებელია“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


ბუდაპეშტის მთავრობა, რომელმაც მანამდე უარი თქვა 2020 წლის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, ვალდებული იქნება, გადაიხადოს დღიური ჯარიმა ერთი მილიონი ევროს ოდენობით, იქამდე, ვიდრე არ განახორციელებს მითითებებს.


მოქმედი კანონმდებლობით, ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მის მეზობლად მდებარე ქვეყნების საელჩოებში სერბეთსა და უკრაინაში. მათ, ვინც ცდილობს საზღვრის კვეთას, უკან აბრუნებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031