გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე: შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ

27-06-2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ანჯაფარიძის შეფასებით, ეს დიდი სტიმულია ეროვნული ნაკრებისთვის და მოუწოდებს "ვისაც თავი აქვს", მიბაძონ ივანიშვილის ამ ინიციატივას. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის მთავარი საფიქრალია, რა ავნონ ქვეყანას.


„ნამდვილად შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, ვიტყვი ყოველგვარი ზედმეტი პათოსის გარეშე. მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ ეს თავი! სხვა რამეებით გაქვთ დაკავებული - ამ ქვეყანას რა ავნოთ." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30