გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა

28-06-2024

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და გლობალურ ეკონომიკურ პროექტებს, არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც იძლევა, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით ახალი პოტენციალის ათვისების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა გლობალური და რეგიონული მოვლენების როლზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.


„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და მიგვაჩნია, რომ ეს არის  სწორი გზა იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული რეგიონში არსებულ პროცესებზე, გლობალურად არსებულ პროცესებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებას", -  განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930