გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას

30-06-2024

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას.


აქვე, არველაძე გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას მისამართით აცხადებს, რომ მათაც კი უხარიათ და ბედნიერები არიან, რაზეც ინგა გრიგოლიამ ღიმილით უპასუხა, რომ სიტყვები - „თქვენც კი“ ვითომ არ მოუსმენია და ამჯერად გაატარებს და არ იდისკუსიებს მასთან.


„გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველებისთვის ფეხბურთი არის უმნიშვნელოვანესი რამ. ეს არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა, ეს არის ჩვენი იდენტობა, რელიგიურ დონეზეც კი შეიძლება ავიყვანოთ და მიხარია, რომ ასე ერთ სიხარულს მთელი საქართველო განიცდის და ყველას ერთნაირად უხარია. აი, თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ძალიან ლამაზად და „ხოშიანად“ აშუქებთ ამ მოვლენას“, - განაცხადა აჩი არველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031