გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში სტუდენტური კონფერენცია „საბჭოთა საქართველო - ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“, ჩატარდა

1-07-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია „საბჭოთა საქართველო - ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური ორგანიზაცია „პოლიტიკური სკოლა.“


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განმარტებით, კონფერენცია მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის, მის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ისტორიის, კულტურის, საბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესწავლას. აგრეთვე, საბჭოთა მანკიერი სისტემის წარმოჩენას კულტურის სხვადასხვა სფეროში.


კონფერენციის მიმდინარეობისას თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საბჭოთა საქართველოში კულტურის 70-წლიან ისტორიაზე, საბჭოთა ტერორზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია პოსტსაბჭოთა საქართველოს პერსპექტივებზეც.


თსუ აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა:


I ადგილი - გუგა მამისეიშვილი, გიორგი ხელიძე „ქართული ლიტერატურა სტალინის აჩრდილქვეშ“;


II ადგილი - ნია ლორია, მარიამ ხაჩიძე „საბჭოთა საქართველოში კონსტიტუციებისა და არსებული რეალობის შედარებითი ანალიზი, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, არჩევნებისა და სახელმწიფო ენის კონტექსტში“;


III ადგილი- თეკლა ჩხეიძე „რკინის ფარდის გარღვევა: დასავლეთევროპული ლიტერატურა საბჭოთა ქართულ ლიტერატურულ დისკურსში“.


გამარჯვებული სტუდენტები, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930