გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის თაობაზე: თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა?

1-07-2024

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში UFC ის ჩემპიონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრას ეხმიანება.


ჩიხელიძე დონალდ ტრამპის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ხაბიბ ნურმაგედოვთან ერთად არის გადაღებული და ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მანვე აღნიშნა, რომ UFC ის ჩემპიონთან შეხვედრა გასაკვირი არ არის.


„ეს ამბავი გახსოვთ? გერმანიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თბილისის მერ კახა კალაძეს შეხვდა, რაზეც ოპოზიციამ კრიახი ატეხა, რუსეთუმე ნურმაგომედოვთან შეხვედრა როგორ შეიძლებაო, თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა? UFC ის ჩემპიონია და შეხვედრა რა გასაკვირია. ამ ფოტოზე რას იტყვით სადაც ხაბიბი ტრამპს ხვდება? ბატონო შალვა თქვენი სტატუსი, თქვენი პრინციპულობის ტესტია, ტრამპზეც იტყვით რომ პუტინის გზავნილი გადასცეს თუ სირაქლემას პოზას აირჩევთ?“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31