გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიას ოფიციალური ვიზიტით მესინას უნივერსიტეტს ეწვია

3-07-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტს -  მესინას (იტალია) უნივერსიტეტს.


თსუ-სა და მესინას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ათეულ წელზე მეტია გრძელდება და ფოკუსირებულია ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულებებზე. ამასთან, ორივე უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის პროგრამაში ერასმუს პლუსი, რომელიც სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ითვალისწინებს.


ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის დელეგაცია შეხვდა მესინას უნივერსიტეტის პირველ ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯუზეპე ჯორდანოს და პრორექტორს აკადემიური მიმართულებით, პროფესორ ანტონინო ჯერმანას, ასევე, უძველესი, ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ფაკულტეტის დეკანს და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტებს შორის გაფორმდება ინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.


თსუ-ში მესინას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რომლის დროსაც ხელი მოეწერება შეთანხმებას ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და საუნივერსიტეტო განვითარების პროექტების შემუშავებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031