გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა

5-07-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო გრძელდება.

 

სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია დამცავი კედელი, სანიაღვრე არხი, ასევე მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა.

 

დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას.

 

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31