გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე - უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა

12-07-2024

„უკრაინის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებებით ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც უკრაინაში პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ,“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ჩნდება კითხვა რა ელიტარული ფენაა ეს, რომელიც ჯერ შემოსავლის დეკლარირებისგან და შემდეგ მობილიზაციისგან გათავისუფლდა?


მისივე თქმით, უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა.


„უკრაინის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებებით ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც უკრაინაში პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ. (უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება 133 ორგანიზაციაზე ვრცელდება). ეს არის პოლიტიკური ჯავშანი რომელიც უკრაინამ გარე აგენტურას სამართლებრივად დასაცავად და მათი ხელშეუხებელი საქმიანობისათვის მიანიჭა. ეს მაშინ როცა მობილიზაციისგან სრულ დაცვას არ ექვემდებარებიან სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მაშველები და პოლიციის თანამშრომლები და სხვა. მაგალითად "ჯავშნიანთა"სიაშია არასამთავრობო ორგანიზაცია "უკრაინის პოლიტიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრი“ (UCPI), რომლის საქმიანობის სფეროა სოციალურ-პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება, პოლიტიკის ფორმირება და განხორციელებაა. ანუ ამ პოლიტიკით გამოდის რომ სანგრებში უკრაინელი ვაჟკაცები არავინაა და სოროსელები "კრიტიკული" ჯგუფია?! ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რა ელიტარული ფენაა ეს, რომელიც ჯერ შემოსავლის დეკლარირებისგან და შემდეგ მობილიზაციისგან გათავისუფლდა? თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს იმ დიდი უბედურების გამო რაც მათ თავს ტრიალებს, ამასთან ვფიქრობ ქვეყნისთვის პოლიტიკურად მძიმეა ეს გადაწყვეტილება რომელიც ზელენსკის და მისი მთავრობის მიერ დამტკიცდა. უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა.“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031