გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ენჯეო-სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კვლევაზე: ენჯეო-სექტორის განცხადებები, რომ მათი საქმიანობა ისედაც „გამჭვირვალე“ და „ხელმისაწვდომია“ - დეზინფორმაცია და ფეიკი აღმოჩნდა

15-07-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მმართველი გუნდის მიერ ენჯეო-სექტორის გამჭვირვალობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა.


დავით ქართველიშვილი აღნიშნავს ასევე იმას, რომ ეს არის მხოლოდ საბაზისო, ზედაპირულ მონაცემებზე დაფუძნებით ჩატარებული კვლევა და დარწმუნებულია, რომ ეს მონაცემები განმტკიცდება სექტემბერში შესავსები დეკლარაციების, ან ამ რეესტრში რეგისტრაციაზე უარის გამოცხადების სახით.


„მმართველმა პარტიამ 12 ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით ენჯეო-სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა. 474 არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ აპრილის თვეში ხელი მოაწერეს ე.წ. „საპროტესტო“ დოკუმენტს, რომ თითქოსდა ისედაც „გამჭვირვალეები“ არიან და კანონის მიღების შემთხვევაში, არანაირ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ. სწორედ ამ ორგანიზაციების საქმიანობა იყო შესწავლილი საბაზისო მონაცემებზე დაყრდნობით: 474 ორგანიზაციიდან 51%-ს ელემენტარული ვებგვერდი არ გააჩნია, 62%-ს თავის დონორებზე არა აქვთ მითითებული ინფორმაცია, 68%-ს არა აქვს მითითებული პროექტების დასახელება, 89%-ს არა აქვს ნაჩვენები დაფინანსების ოდენობა, 97%-ს არა აქვს ნაჩვენები წლიური ანგარიშები, ხოლო 70% არ ასაჯაროებს თავისი გუნდის „სტაფს“. ეს არის მხოლოდ საბაზისო, ზედაპირულ მონაცემებზე დაფუძნებით ჩატარებული კვლევა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა კანონის მიღების საჭიროებაში, ხოლო ენჯეო-სექტორის განცხადებები, რომ მათი საქმიანობა ისედაც „გამჭვირვალე“ და „ხელმისაწვდომია“ - დეზინფორმაცია და ფეიკი აღმოჩნდა. ველოდებით უკვე ჩატარებული კვლევების უფრო სიღრმისეულ დადასტურებას სექტემბერში შესავსები დეკლარაციების, ან ამ რეესტრში რეგისტრაციაზე უარის გამოცხადების სახით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930