გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, თებერვალი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან ძალით ჩახსნეს, რომ დემოკრატების რეპუტაცია და ნეოლიბერალური აბსურდი სულ მთლად არ ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში

22-07-2024

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის.


ქადაგიძის შეფასებით ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან ძალით ჩახსნეს.


მისივე თქმით, ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით, პოლიტიკური მოუსავლეთისკენ დაიძრა! იმედია მალე მოეგებიან გონს და ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვრილ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დროულად გადატვირთავენ.


• საგარეო პოლიტიკა აუფეთქდა…


• ორთოდოქსი დემოკრატებიც გაანაწყენა…


• მთავარ დებატებში ფიასკო განიცადა…


• ტრამპი უალტერნატივო ლიდერად აქცია და ფაქტობრივად, სამი თვით ადრე გააპრეზიდენტა…


საპრეზიდენტო კანდიდატობიდან ძალით ჩახსნეს, რომ დემოკრატების რეპუტაცია და ნეოლიბერალური აბსურდი სულ მთლად არ ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში. საკუთარი პარტიის ლეგიტიმაცია რომ აღარ ექნება პრეზიდენტს, იმისი ადმინისტრაცია იჯდება თუ არა თეთრ სახლში, რა აზრი აქვს?! მოკლედ, ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით, პოლიტიკური მოუსავლეთისკენ დაიძრა! იმედია მალე მოეგებიან გონს და ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვრილ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს დროულად გადატვირთავენ”, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728