გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე: რა ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს

22-07-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


როგორც ანალიტიკოსი წერს, ნებისმიერ ნაბიჯზე დაფიქრებაა საჭირო თუ რა შედეგები მოჰყვება. ამას ვერ აცნობიერებს სალომე ზურაბიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და თავად აღიარა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება მის არაკონსტიტუციურობაზე.


მისივე თქმით, ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს.


„ნებისმიერ ნაბიჯზე დაფიქრებაა საჭირო თუ რა შედეგები მოჰყვება. ამას ვერ აცნობიერებს სალომე ზურაბიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და თავად აღიარა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება მის არაკონსტიტუციურობაზე.
რატომ? იმიტომ!


ამგვარად ნაცოპოზიციის ბოლო რანგის პოლიტიკოსიც კი არ იმოქმედებდა.


რა ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს“-წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031