გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: დღევანდელი ოპოზიცია და მათი პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები არახალია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ყველა ნიშნულს სცდება - მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია

23-07-2024

„ჩვენ მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სუს-ის გამოძიებას, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებას და სახელმწიფო გადატრიალებას ეხება. ფოჩხუას შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია და პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ყველა ნიშნულს სცდება.


„დღევანდელი ოპოზიცია და მათი პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები არახალია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, ეს უკვე ყველა ნიშნულს სცდება, თუმცა დღეს აღარაფერია გასაკვირი, აღარაფერს ვამბობ მკვლელობის მცდელობაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე. ჩვენ მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია. უკვე ერთი კვირაა სუსი აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოკითხვები, მაგრამ სავარაუდო ფიგურანტები საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა, მაშინ რა მოხდა დღეს უნებლიე წამოცდენა იყო თუ უკვე ვეღარ დამალეს გამოკითხულმა პირებმა და მათმა ადვოკატმა, რომ ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ ლიდერებზე მზადდებოდა? აი ეს არის საინტერესო, რატომ მალავდნენ ამ ფაქტს, არა მარტო ამ საქმის ფიგურანტები, არამედ მათი მართული ოპოზიციური ტელევიზიები, იმედია საგამოძიებო უწყება ამაზე პასუხს გასცემს საზოგადოებას,“ - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930