გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოანე შაიშმელაშვილი: ნუ დაივიწყებთ, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრებიდან რამდენიმე აქტიურად იმუქრებოდა საქართველოში ტანკებით შემოსვლითა და გადატრიალებით

23-07-2024

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალებისა და „ფერადი“ თუ „მშვიდობიანი“ რევოლუციის მოწყობის მცდელობის მოწმეები არაერთხელ გავხდით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი იოანე შაიშმელაშვილი, რითაც ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება.


მისივე თქმით, როგორც რობერტ ფიცო, ისე ტრამპი, ვიქტორ ორბანი და ბიძინა ივანიშვილი გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს ეწინააღმდეგებიან და ამიტომაც შესაძლოა, რომ საქართველოშიც იგეგმებოდეს ტერორისტული აქტი.


„ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის, განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალებისა და „ფერადი“ თუ „მშვიდობიანი“ რევოლუციის მოწყობის მცდელობის მოწმეები არაერთხელ გავხდით. ასე იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ასე იყო 2023 წელს, როდესაც გამჭვირვალობის კანონი პირველად დადგა დღის წესრიგში, „გულანთებული ახალგაზრდები“ კი მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ასე იყო წელსაც, როდესაც ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა ქვეყანაზეც, ხელისუფლებაზეც და მმართველ გუნდზეც იმისთვის, რომ ეს კანონი არ მიგვეღო. ვნახეთ ჩანაწერები, როგორ ამზადებდნენ სერბი ტრენერები აუდიტორიას გადატრიალებისთვის, როგორ ასწავლიდნენ სხვადასხვა საშუალების გამოყენებას პარლამენტის შტურმით ასაღებად, მაგალითად ბულდოზერიც იყო მოყვანილი… დღეს კი დაკითხვიდან გამოსულებისა და ადვოკატის განცხადებებში უკვე ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების სახელებმა გაიჟღერა. სხვათა შორის, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრებიდან რამდენიმე აქტიურად იმუქრებოდა აქ ტანკებით შემოსვლითა და გადატრიალებით.


ეს მოცემულობა უნდა განვიხილოთ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე, შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპზე და პრემიერ ირაკლი კობახიძესთან მიმართებით ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მუქარის კონტექსტში. მოყვანილ მაგალითებში საერთო ის არის, რომ როგორც ფიცო, ისე ტრამპი და ბიძინა ივანიშვილი და მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გუნდი არასისტემურ, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით ადგენენ პოლიტიკას, ეს კი გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. ამ წინააღმდეგობის გამო ესროლეს ფიცოს, ესროლეს ტრამპს, ემუქრებოდნენ პრემიერ კობახიძეს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ტერორისტული აქტი ან შეთქმულებაც იგეგმება,“ - წერს იოანე შაიშმელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930