გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია გახარიას გუნდზე-მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი. ეგეც ალბათ გეგმის ნაწილი გახლდათ გახარიასგან, რომ „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოეხდინა

25-07-2024

გიორგი გამსახურდია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება.


როგორც გამსახურდია იხსენებს, არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით სწორედ ისინი [გახარიას გუნდი] იყვნენ განმსჭვალულნი.
მისივე თქმით, ალბათ ესეც გეგმის ნაწილი იყო გახარიასგან, რომ „ქართული ოცნების“, დისკრედიტაცია მოეხდინა.


„გახარია და მისი დამქაშები, გაყალბებაზე რომ საუბრობენ ეგ ცალკე კლინიკაა. ერთ-ერთი მათი გუნდთან შეუთავსებლობა სწორედაც ეგ იყო, პირადად მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი. რაზედაც, ყოველთვის ჩვენგან თავისთავად უარი იყო. ეგეც ალბათ გეგმის ნაწილი გახლდათ გახარიასგან, რომ ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოეხდინა. საერთოდ ეს ადეიშვილის პროკურორი, რა სამართლიანობაზე საუბრობს ვერ გამიგია...“-წერს გიორგი გამსახურდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930