25-07-2024
ქალბატონო შერაზ, სესხი რომ დახმარებად ითვლებოდეს, მამუკა ხაზარაძე ყველაზე დიდი მეცენატი იქნებოდა ქვეყანაში. ეს ხუმრობით, ისე კი საკუთარ თავს და ქვეყანას ეცით პატივი და ნუ ამოგვადენთ ყელში ნასესხებ ფულს, რომელიც უკვე დავაბრუნეთ და რომლისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით!!!, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძის თქმით, საფრანგეთის მიერ საქართველოსთვის მიცემული 724 მილიონი ევროს 95% წარმოადგენს სესხს.
„24 ივლისს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში გამოგვიცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს 724 მილიონი ევროთი დაეხმარაო. ჰოდა აღმოჩნდა, რომ ამ თანხის 95% ყოფილა სესხი.
ქალბატონო შერაზ, სესხი რომ დახმარებად ითვლებოდეს, მამუკა ხაზარაძე ყველაზე დიდი მეცენატი იქნებოდა ქვეყანაში. ეს ხუმრობით, ისე კი საკუთარ თავს და ქვეყანას ეცით პატივი და ნუ ამოგვადენთ ყელში ნასესხებ ფულს, რომელიც უკვე დავაბრუნეთ და რომლისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით!!!"-წერს აბაშიძე.